среда, 11 ноября 2009 г.

სხვათა მოგონებანი ჟუჟუნა ვაშაგაშვილზე

------ქალბატონი ჟუჟუნა ის ბედნიერი შემოქმედია, რომლის პოეზიაც და ფერწერაც თანაბრად ატყვევებს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს.
გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ მის საიუბილეო საღამოზე გულთბილად მიესალმა და დიდი თაიგული მიართვა საქართველოს სახალხო არტისტმა მედეა ჩახავამ. მსახიობმა ,მაღალი ოსტატობით წაიკითხა იუბილარის რამდენიმე ლექსი და შემდებ მაყურებელთა დარბაზს მიმართა: ,,ქალბატონ ჟუჟუნას ვთხოვე თავისი ლექსების წიგნი, მითხრა: არ მაქვს და არც არასდროს მქონიაო, წარმოგიდგენიათ? ასეთი მშვენიერი პოეზია ხომ უნდა დარჩეს მომავალ თაობას..”
……………………………………
ქალბატონი ჟუჟუნა მარტო პოეტი როდია, მარტო მხატვარი, იგი საზოგადოების აქტიური ნაწილია-ჟურმალისტი, პედაგოგი, ქალთა კავშირების წევრი, თავად ქალი და ქალი-ოცნება…......


თამარ გოგოლაძე

ფილოლოგიური მეცნიერებათა დოქტორი,
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი